ავტომატური ამომრთველი (ავტომატი)

ავტომატური ამომრთველი ელექტრული ქსელის ერთ-ერთი აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. იგი იცავს სადენებს გადახურებისაგან და შემდგომი მოკლე ჩართვისაგან. ხშირად არასწორად არის გაგებული ამომრთველის დანიშნულება, ბევრს გონია რომ იგი იცავს ელექტრო დანადგარს დაზიანებისაგან, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.

იმისათვის რომ სადენები იყოს დაცული და ქსელი არ გადაიტვირთოს და დაზიანდეს საჭიროა ზუსტად შევარჩიოთ ავტომატი. ამისათვის უნდა გავითვალისწინოთ არა მხოლოდ მომხმარებლის სიმძლავრე არამეს დენის ძალიან ნომინალი (“რაოდენობა”) რომელიც გაივლის სადენში. ავტომატის მთავარი შემადგენელი ნაწილია სითბური გამაცალკევებელი, რომელიც გადატვირთვის დროს როდესაც დიდი დენი გაივლის სადენშ ხურდება და თიშავს ავტომატს. გათიშვის დრო შეიძლება იყოს 1 წამიდან 1 საათამდე, იგი დამოკიდებულია თუ როგორ არის შერჩეული ამომრთველი მოცემული ქსელისათვის.

სტანდარტულად ავტომატური ამომრთველს გააჩნია ნომინალური კოეფიციენტი, რომელიც 1,13 დან 1,45 ჯერ მეტია ნომინალურ დენის ძალაზე. ეს ნიშნავს რომ მაგალიტად ავტომატი ნომინალით 10 ამპერი (C10) შეუძ₾ია დაიცვას სადენი 11 დან 14,5 ამპერამდე დატვირთვისას.

ავტომატური ამომრთველი ჭრილში

1,5 კვ/მმ სადენს შეუძ₾ია გაატაროს დაახლოებით 10 ამპერი დენი ხოლო 10 ამპერიანი ავტომატი გაატარებს მაქსიმუმ დაახლოებით 15 ამპერ დენს, აქედან გამომდინარე 15 მმ/კვ სადენის შემთხვევაში გამოსაყენებელია 10 ამპერიანი ავტომატური ამომრთველი, ამ დროს დატვირთვა არ უნდა იყოს მეტი 2,2 კილოვატ/სთ ზე მეტი. გამომდინარე იქიდან რომ სითბური გამაცალკევებელი უცებ არ ხურდება და მას დრო ჭირდება იმისათის რომ გახურდეს და გათიშოს ავტომატი, რაც უფრო დიდია ავტომატის ნომინალური გატარების დენი და ნალები სადენის კვეთი მით უფრო დიდი დრო დასჭირდება გასათიშად და მთელი ეს პერიოდი სადენი გახურდება, დადნება იზოლაცია და შეიძლება გამოიწვიოს მოკლე ჩართვა. ამიტო არის აუცილებელი ზუსტად იქნას შერჩეული ავტომატური ამომრთველი.

სადენის კვეთის, ავტომატის ნომინალის და მაქსიმალურად დასაშვები სიმძლავრის თანაფარდობა:

სადენიავტომატური ამომრთველიდასაშვები მაქსიმალური სიმძლავრე
1.5 კვ/მმ (10ა)10 ამპერი2200 ვატი
2.5 კვ/მმ (15ა)16 ამპერი3300 ვატი
4 კვ/მმ (30ა)25 ამპერი5500 ვატი
6 კვ/მმ (50ა)40 ამპერი8800 ვატი
ავტომატის შერჩევა სადენის და სიმძლავრის გაანგარიშებით

სადენები კვეთის მიხედვით იყოფიან შემდეგ ჯგუფებად:

სადენიჯგუფი (დანიშნულება)
1.5 კვ/მმგანათება
2.5 კვ/მმროზეტები
4 კვ/მმმძლავრი ელ. დნაადგარები
6 კვ/მმმომყვანი სადენი
სადენები ჯგუფების მიხედვით

მოცემული სადენების დენის გატარების ნომინალები აღებულია რეალურზე დაბალი, რადგან შანსი იმისა რომ სუფთა სპილენძს სადენი ვერ იქნას გამოყენებული დიდია. ხოლო ბაზარზე უხვად შემოყრილ სადენებს რომლებშიც სპილენძის წილი დაბალია ნაკლები დენის გატარების უნარი აქვთ.

ავტომატური ამომრთველის წინა მხარეს დატანილია მარკირება, რომელიც შემდეგნაირად აიხსნება:

C – დენისა და დროის დახასიათება

10, 16, 25, 40 … – ნომინალური დენი

230/400 – ნომინალური ძაბვა (230 ვ – ერთფაზიანი ქსელისათვის, 400 ვ – სამფაზიანი ქსელისავის)

4500, 5000, 6000 … – მოკლე ჩართვის დენი

ავტომატური ამომრთველების პოლუსები და მათი გამოყენება:

ერთპოლუსიანი ავტომატური ამომრთველი, ყენდება ფაზის სადენზე და გამოიყენება ქსელის გარკვეული უბნებისათვის ფაზის გასაწყვეტად.

ერთპოლუსიანი ავტომატური ამომრთველი

ორპოლუსიანი ავტომატური ამომრთველი იგივეა რაც ორი ერთპოლუსიანი ავტომატი, საერთო ჩამრთველი სახელურით და სათითაო სითბური გამაცალკევებლებით. მათ იყენებენ მომყვან სადენზე (220ვ) და იცავს ფაზის და ნოლის სადენს გადახურებისაგან.

ორპოლუსიანი ავტომატური ამომრთველი

სამპოლუსიანი ავტომატი იგივეა როგორც ორპოლუსიანი ავტომატი, საერთო სახელურით და სათითაოდ სითბური გამაცალკევებელით. ერთ ფაზაზე მიღებული დაზიანების შედეგად ითიშება დანარჩენი ფაზები. იყენებენ სამფაზიან ქსელზე სადენების დასაცავად.

სამპოლუსიანი ავტომატური ამომრთველი

ოთხპოლუსიანი ავტომატი თიშავს ერთდროულად სამივე ფაზას და ნოლს. მას იყენებენ სამფაზიანი ქსელის მომყვან სადენზე.

ოთხპოლუსიანი ავტომატური ამომრთველი

რეკომენდაცია: გამოიყენეთ მხოლოდ ბრენდირებული ავტომატური ამომრთველები: ABB, Siemens, Schneider, General Electric …

ნუ გამოიყენებთ ჩინურ ნაგავს, რადგან საქმე უსაფრთხოებას ეხება!!!

ნებისმიერი ელექტრული შეერთებების დრო გამოიჩინეთ სიფრთხილე და დაიცავით ელექტრო უსაფრთხოების წესები!!!