დამიწება

დამიწების აღნიშვნა
დამიწების აღნიშვნა

დამიწება არის მოწყობილობა, რომელიც იცავს ადამიანს დენის დარტყმისაგან.

მისი ძირითადი დანიშნულება ესაა, მაგრამ რომ ვიცოდეთ მისი სწორად გამოყენება და მოწყობა საჭიროა გავარკვიოთ მისი მუშაობის პრინციპი.

რას არის დამიწება

იგი ჩვეულებრივი სადენია, რომლის ერთი ბოლო მიერთებულია ელექტრულ დანადგართან, ხოლო მეორე ბოლო მიწასთან, იგი ჩვეულებრივი გამტარია.

უფრო კარგად რომ გავიგოთ განვიხილოთ მაგალითი:

მაგალითად დაზიანდა სარეცხი მანქანა რომლის მიზეზიცაა ელექტრული ძრავის გრაგნილების დამოკლება (მოკლე ჩართვა). ამ დროს სარეცხი მანქანა მიერთებულია ქსელთან (220ვ) და დენი წარმოიქმნება ძრავის კორპუსზე და შესაბამისად სარეცხი მანქანის ზედაპირზე. როდესაც ადამიანი ამ დროს შეეხება ზედაპირს მას დაარტყამს დენი. ეს რომ არ მოხდეს საჭიროა სარეცხი მანქანა იყოს მიერთებული დამიწებასთან (დამიწების სადენი სახლის გაყვანილობაში უნდა იყოს გათვალისწინებული). ასეთ შემთხვევაში წარმოქმნილი დენი ადამიანის მაგივრად გაივლის დამიწების კაბელით, რადგან ადამიანის წინაღობა რამოდენიმე კილო ომია ხოლო დამიწების წინაღობა 5-10 ომი (1 კილო ომი = 1000 ომი). დენი კი მიისწრაფის იქით საითაც ნაკლები წინაღობაა. აქედან გამომდინარე დენის დარტყმა გამორიცხულია საიმედო დამიწების შემთხვევაში, რადგან ადამიანის წინაღობა რამდენიმე ასეულჯერ აღემატება დამიწების წინაღობას. ნებისმიერი ელექტრო დანადგარი რომელიც მუშაობს სახიფათო ძაბვაზე უნდა იყოს დამიწებული. ამიტომ აუცილებელია დამიწების სადენის გათვალისწინება სახლის ელექტრო გაყვანილობაში. დამიწების მთავარი სადენი ყველგან არსებობს მრიცხველების კარადაში, შესაძლებელია დამიწების იქიდან აღება. დამიწების სადენი ყოველთვის განსხვავებული ფერისაა (მწვანე — ყვითელი).

1 – დამიწების გარეშე, 2 – დამიწებით

შესაძლებელია ზოგჯერ შეგვხვდეს ისეთი მომენტი როდესაც დამიწებას ეძახიან ნოლს. ეს ორი სხვადასხვა რამაა. დამიწება განვიხილეთ ხოლო ნოლი არის, სადენი რომელიც მოდის სატრანსფორმატოროდან და მას აქვს ნულოვანი პოტენციალი. როდესაც დამიწების მაგივრად გვაქვს ნოლი, ამ დროს თუ მოხდა იგივე რაც წინა მაგალითში განვიხილეთ, მაშინ მოხდება მოკლე ჩართვა სარეცხ მანქანაში და ავარიულად გამოირთვება დენი სახლში. ნოლს და დამიწებას აერთიანებენ ძირითადად საწარმოებში, სახლის პირობებში არაა რეკომენდირებული.

დამიწების სახეები (ტიპები)

1) TN-C  2) TN-S  3) TN-C-S  4) TT  5) IT

T — დამიწება

N — ნეიტრალი

I — იზოლირებული

C — ფუნქციონალური და დაცული გაერთიანება

S — ფუნქციონალური და დაცული გაყოფილია

დამიწების ტიპები

მოკლედ რომ შევაჯამოთ, ნებისმიერი ელექტრო გაყვანილობის დროს აუცილებელია იყოს გათვალისწინებული დამიწება.

როგორ გავაკეთოთ დამიწება კორპუსის ბინაში

კორპუსებში თითქმის ყველგან არის დამიწების სადენი მიყვანილი. იგი მრიცხველების კარადაში არის და იქიდან შეიძლება სადენით წაყვანა.

როგორ გავაკეთოთ დამიწება საკუთარ სახლში

საჭიროა დამიწების კონტურის მოწყობა. დამიწების სადენი პირდაპირ მიწაზე ვერ დაედება, ის უნდა იყოს დამიწების კონტურთან მიერთებული. დამიწების კონტურის გაკეთება არ წარმოადგენს სირთულეს, ამისათვის საჭიროა რკინის კუთხოვანა, რკინის თხელი სალტე (არანაკლებ 50მმ) და მიწის ამოთხრა. დამიწების კონტურის თავისი გეომეტრიული ზომები აქვს და შემდეგნაირად კეთდება:

დამიწების კონტური

1) უნდა გაითხაროს 2მ სიღრმის ტოლგვერდა სამკუთხედის მსგავსი ორმო

2) უნდა შეიკრას რკინის სალტით ტოლგვერდა სამკუთხედი გვერდის სიგრძე 2მ და უნდა დაუმაგრდეს წვეროებთან 1,5მ სიგრძის რკინის კუთხოვანები

3) უნდა ჩავსვათ თხრილში ისე რომ სრულად დაიფაროს წვეროებთან დამაგრებული რკინის კუთხოვანები და ჩანდეს მხოლოდ სალტე

დამიწების კონტური

4) სამკუთხედად შეკრულ სალტეს უნდა გაუკეთდეს მიზის ზედაპირზე ამომყვანი სალტე, დანარჩენს კი დაეყაროს მიწა და კარგად დაიტკეპნოს. მიწიდან ამოშვერილი სალტე იქნება იდეალური დამიწების კონტაქტი, რომელზეც მივამაგრებთ დამიწების სადენს, რომელიც წავა ელექტრო გამანაწილებლ კარადაში.

დამიწებიანი დეტალები

როზეტი დამიწების კონტაქტით
ელ. ჩანგალი დამიწების კონტაქტით
ელექტრო გაყვანილობის სადენი

«სჯობს სადენი იყოს დამიწებული, ვიდრე ელექტრიკოსი»

ელექტრულ დენთან ყველანაირი კონტაქტის დროს გაითვალისწინეთ უსაფრთხოების წესები!!!