ელექტრო ენერგია – გზა გამომუშავებიდან, მომხმარებლამდე.

ელექტრო ენერგიას ვიყენებთ ყველგან: სახლში, სამსახურში, ქალაქში … საინტერესოა როგორ აღწევს ჩვენამდე ელ. ენერგია?

ქალაქების ენერგო მომარაგება სქემატურად ასე გამოიყურება:

1) ელექტრო სადგური 2) ძაბვის ამწევი ტრანსფორმატორი 3) მაღალი ძაბვის ხაზი 4) სატრანსფორმატორო ქვესადგური
5) გამანაწილებელი მოწყობილობა 6) მკვებავი საკაბელო ხაზი 7) გამანაწილებელი პუნქტი 8) საკაბელო ხაზი 9) 10) ძაბვის დამწევი სატრანსფორმატორო ქვესადგური 11) შენობა-ნაგებობის სემყვანი გამანაწილებელი მოწყობილობა 12) საკაბელო ხაზი 13) ს
აწარმოების მთავარი ძაბვის დამწევი ქვესადგური 14) საკაბელო ხაზი 15) ელექტრო გამანაწილებელი ფარი

ელ. ენერგიის გამომუშავება იწყება ელექტრო სადგურებიდან (1), ელექტრო სადგურები სხვადასხვაგვარია, ანუ სხვადასხვა სახით გამოიმუშავებს ელ. ენერგიას (ჰიდროელექტრო სადგური, თბოელექტრო სადგური, მზის ელექტრო სადგური, ქარის ელექტრო სადგური, ატომური ელექტრო სადგური. მათი საბოლოო ამოცანა ერთია – გამოიმუშაონ ელექტრო ენერგია, თუმცა ამ ენერგიის გამომუშავების ტექნოლოგია სხვადასხვაგვარია).

ელექტრო სადგურის გამომუშავებული ენერგია მიეწოდება ძაბვის ამწევ ტრანსფორმატორს (ძაბვის ამწევი სატრანსფორმატორო) (2), სადაც ხდება ძაბვის აწევა 220 კვ მდე. რაც უზრუნველყოფს ძაბვის შორ მანძილზე გადატანას.

ძაბვის გადასატანად გამოყენებულია მეტალის ანძებზე დამონტაჟებული საჰაერო ელ. გადამცემი მაღალი ძაბვის ხაზი (მაღალი ძაბვის ანძები) (3).

დანიშნულების ადგილზე სატრანსფორმატორო ქვესადგურში (4) გამანაწილებელ მოწყობილობასთან (5) ხდება 220 კვ ძაბვის დაწევა 35, 10 ან 6 კვ მდე.

შემდეგ მკვებავი საკაბელო ხაზით (6) ძაბვა მიეწოდება გამანაწილებელ პუნქტს (7).

გამანაწილებელი პუნქტიდან ძაბვა საკაბელო ხაზით (8) მიეწოდება დამწევ სატრანსფორმატორო ქვესადგურს, სადაც 10 ან 6 კვ ძაბვა დაიწევა 0,4 კვ მდე.

0,4 კვ მდე დაწეული ძაბვა საკაბელო ხაზით (10) მიეწოდება შენობა-ნაგებობის შემყვან გამანაწილებელ მოწყობილობას (11).

სამრეწველო ხაზი:

სამრეწველო საწარმოების და საცხოვრებელი სახლების ელექტრო მომარაგება განსხვავდება ერთმანეთისაგან. სამრეწველო ელექტრო მომარაგება შემდეგნაირადაა:

გამანაწილებელი მოწყობილობიდან (5) 35 კვ ძაბვა საკაბელო ხაზით (12) მიეწოდება საწარმოების მთავარ დამწევ ქვესადგურს (13), საიდანაც საკაბელო ხაზით (14) 0,4 კვ ძაბვა მიეწოდება საამქროების ელ. გამანაწილებელ ფარებს (15).

ნებისმიერი ობიექტის ელექტრო მომარაგება უნდა მოიცავდეს ასევე დამიწებას და მეხისგან დამცავი მეხამრიდების არსებობას.

სამრეწველო საწარმოებში სადენების საშუალებით უშუალოდ მიეწოდება მანქანა – დანადგარებს, ხოლო რაც შეეხება საცხოვრებელ სახლებს აქ სხვაგვარადაა: აქ ელექტრო ენერგია მიეწოდება სართულების გამანაწილებელ ფარებს საიდანაც მრიცხველის და დაცვის ავტომატური ამომრთველების საშუალებით მიეწოდება ბინის ელექტრო ფარებს საიდანაც ძაბვა გამანაწილებელი ყუთების გავლით მიდის როზეტებზე და ჩამრთველებზე.

აი ამ გზას გადის ელექტრო ენერგია გამომუშავებიდან ჩვენს სახლებამდე ან საწარმოების მანქანა – დანადგარებამდე.