ელექტრო სადენები და მათი შერჩევა (კაბელები)

სტანდარტული ერთფაზიანი ქსელისათვის საჭირო სადენი

ელექტრო სადენები ნებისმიერი ელექტრო სისტემის მთავარი შემადგენელი ნაწილია. ხარისხიანი და ზუსტად შერჩეული სადენი უზრუნველყოფს ელექტრო ენერგიის ხარისხიან და უსაფრთხო გატარებას. სადენების მთავარი მახასიათებლებია, მისი შემადგენლობა, (სპილენძი, ალუმინი და ა.შ), კვეთი (დიამეტრი), იზოლაცია, სადენში წვერების რაოდენობა, დრეკადობა, გამძლეობა.

ძირითადად გამოიყენება სპილენძის სადენი, გამომდინარე იქიდან რომ არაძვირფასი ლითონებიდან სპილენძი ხასიათდება საუკეთესო გამტარუნარიანობით (ყველაზე კარგი გამტარია – ოქრო). იმისათვის რომ ხარისხიანად მოხდეს ელექტრო გაყვანილობის მოწყობა საჭიროა ვიცოდეთ თუ რა უნდა გავითვალისწინოთ სადენის შერჩევისას.

სადენის შერჩევისას უნდა ვიცოდეთ რა მაქსიმალური დატვირთვა ექნება სადენს (კილოვატი საათში). მაგალით 1,5 მმ კვადრატი სპილენძის სადენი (სუფთა სპილენძი და არა მოსპილენძებული ალუმინი, ან ფოლადი) შეუძლია გაუმკლავდეს 4 კვტ სთ დატვირთვას, 19 ამპერი დენის მოხმარების პირობებში.

მაგალითად თუ ვაკეთებთ სახლში გაყვანილობას, ნათურებისათვის და როზეტებისათვის სხვადასხვა კვეთის კაბელის გაყვანა მოგვიწევს. ნათურების შემთხვევაში საკმარისია – 1 მმ კვადრატიანი კვეთით, ხოლო როზეტისათვის საშუალოდ 2,5  მმ კვადრატი.

სახლში გაყვანილობის მოსაწყობათ უნდა გავითვალისწინოთ რომ როზეტებისათვის საჭიროა სამწვერა სადენი, რომლის მესამე წვერი იქნება დამიწებაზე მიერთებული. დამიწება იცავს ადამიანს ძაბვის ზემოქმედებისაგან და მოწყობილობას დაზიანებისაგან.

საჭიროა ვიცოდეთ ზოგადად როგორ აღინიშნება ფაზა ნოლი და დამიწება. სადენის ყავისფერი,

შავი, ნაცრისფერი – ფაზა.

ლურჯი – ნოლი

მწვანე/ყვითელი – დამიწება

აღნიშნული ფერების გადანაწილება არ მოცემული სტანდარტი.

გარდა ცვლადი დენისა სადენებს ასევე იყენებენ მუდმივი დენის დროს. სადენის და სიმძლავრის განაწილება იგივეა როგორც ზემოთ წერია (1,5 მმ კვადრატი – 4 კვტ). მუდმივი დენს როგორც ვიცით გააჩნია პოლარობა (პლუსი და მინუსი). ამიტომ საერთაშორისოდ მიღებული სტანდარტია, რომ პლიუსით მოცემულია წითელი სადენი, ხოლო მინუსით – შავი სადენი (ან მეორენაირად პლუსი – მუქი სადენი, მინუსი – ღია ფერის სადენი). მაგალითისათვის განვიხილოთ სტანდარტული USB სადენი. სადენი შედგება ოთხი წვერისაგან, რომელშიც:

წითელი – პლუსი

შავი – მინუსი

მწვანე – ინფორმაცია პლიუსი

თეთრი – ინფორმაცია მინუსი

ასეა ნებისმიერი სადენის შემთხვევაში რომელი თაობის USB არ უნდა იყოს.

მობილურის სატენის შემთხვევაშიც ასეა უბრალოდ იქ გამოიყენება მხოლოდ ძაბვის პლუსი და მინუსი (წითელი და შავი).

ასე რომ თუ სატენი დაგვიზიანდა პირველი რასაც ვამოწმებთ არის სადენის მთლიანობა.

USB კაბელი

რაც უფრო ნაკლები სიმძლავრეს მოიხმარს მოწყობილობა, მით უფრო ნაკლები კვეთის სადენი გამოიყენება მასში.

სწორად შერჩეული სადენი არ გახურდება და არ დაარღვევს იზოლაციას, თუ სადენი მოხმარებულ სიმძლავრის შეუსაბამოა ის გახურდება და დაადნობს იზოლაციას, ასევე შეიძლება გაწყდეს.

რატომ ზიანდება ხშირად ყურსასმენი? ამ კითხვაზე პასუხი მარტივია, ყურსასმენი მოიხმარს მინიმალური რაოდენობის სიმძლავრეს, ეკონომიის მიზნით მწარმოებლები იყენებენ ძალიან წვრილ სადენს რომელიც ვერ უძლებს ფიზიკურ ზემოქმედებას (მიხრა – მოხრა, დაქაჩვა და ა.შ).

მსგავსი პრობლემა ახასიათებს მობილური ტელეფონის სატენის სადენს.

საჭიროა ასევე ვიცოდეთ თუ როგორ უნდა მოხდეს სადენების გადაბმა, მაგალითად თუ სადენი გაწყდა ან რაიმე სადენის დაგრძელება გვინდა.

პირველი და მთავარი – გადასაბმელი სადენები უნდა იყოს ერთნაირი კვეთის (სისქის), კატეგორიულად არ შეიძლება ძირითადი სადენის დაგრძელება მასზე წვრილი სადენით, რადგან გადაბმის ადგილში გახურდება და გაწყდება. იმისათვის რომ საიმედოდ იყოს სადენი გადაბმული საჭიროა გასუფთავდეს ბოლოები გადაეხვიოს ერთმანეთს, ეს უკვე ნიშნავს რომ  სადენი გადაბმულია თუმცა არასაიმედოა, ამიტომ გადაბმულ ბოლოებს სიმყარისთვის და კარგი კონტაქტისათვის უკეთებენ პაიკას (მირჩილვას), ისე როგორც სურათზეა.

სადენების გადაბმა, მირჩილვით (დაპაიანებით)

არ უნდა დაგვავიწყდეს გადაბმის შემდგომ მისი იზოლირება საიზოლაციო ლენტით, ან თერმოკუმშვადი საიზოლაციო მილით.

გადაბმა შეიძლება მოხდეს ასევე სპეციალური გადასაბმელი მილაკების საშუალებით რომელის სპეციალური ხელსაწყოთი იპრესება.

თუ ვაკეთებთ მონტაჟს მრავალწვერა სადენით სადენის კლემნიკით გადაბმის შემთხვევაში, მას დაბოლოებაზე უკეთდება სპეციალური თავი, რომელიც იპრესება.

სადენის სპეც. დაბოლოებები

კაპიტალური გადაბმებისათვის იყენებენ სპეციალურ კლემნიკებს,

კლემნიკები შეიზლება იყოს სხვადასხვაგვარი, თუმცა ფუნქციონალურიად ერთი და იგივეა ყველა.

ყურადღება: დენთან ყოველგვარი მანიპულაციის დროს მკაცრად დაიცავით ელექტრო უსაფრთხოების წესები!!!