ელექტრო ჩანგალი (ვილკა)

This image has an empty alt attribute; its file name is ვილკა-მთავარი.jpg
დაზიანებული ელ. ჩანგალი

ელექტრო ენერგიაზე მომუშავე მოწყობილობების (სარეცხი მანქანა, მაცივარი, ჩაიდანი, ტელევიზორი და ა.შ)  ერთერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია ელექტრო ჩანგალი. ხშირია მისი დაზიანების შემთხვევები, ძირითადი მიზეზი კი არის რომ უხარისხო და შეუსაბამო მასალისგან არის დამზადებული. იაფფასიან მოწყობილობებზე ელ. ჩანგალი ძირითადად არის რეზინისაგან ჩამოსხმული და წვრილი კონტაქტებისაგან დამზადებული, რომელიც პერიოდული დატვირთვის ქვეშ ვერ ძლებს და იწვება, რასაც გამოყავს მწყობრიდან მოწყობილობა და ასევე საშიშია ადამიანისთვის. დაზიანებულ ჩანგალს ვერაფერს მოვუხერხებთ გარდა მისი შეცვლისა. შეცვლისათვის კი უნდა გავითვალისწინოთ როგორი ელ. ჩანგალი დავამაგროთ. უნდა ვიცოდეთ რამდენ ამპერ დატვირთვაზე უნდა იმუშაოს და რა ძაბვაზე. მისი შეცვლა უმარტივესია.   

This image has an empty alt attribute; its file name is ვილკა6.jpg
16 ამპერი / 250 ვოლტი

ელ.ჩანგალს აქვს მარკირება თუ რა პარამეტრებს უნდა აკმაყოფილებდეს, ჩვენ შემთხვევაში ელ.ჩანგალი გათვლილია მაქსიმუმ 16 ამპერ დატვირთვაზე 250 ვოლტის პირობებში მაქსიმალური სიმძლავრე რასაც შეიძლება გაუძლოს არის 4000 ვატი (4 კილოვატი).

This image has an empty alt attribute; its file name is ვილკა1.jpg
ელ.ჩანგალი

სახრახნისით ვხსნით ვინტს და ჩანგალი დაიშლება

This image has an empty alt attribute; its file name is ვილკა2.jpg
ელ.ჩანგალი დაშლილ მდგომარეობაში

დაზიანებულ ელ. ჩანგალს ვაჭრით სადენს. გავასუფთავებთ სადენის ბოლოებს და დავამაგრებთ შესაბამის ადგილზე.

This image has an empty alt attribute; its file name is ვილკა3.jpg
სადენი გასუფთავებული ბოლოებით
This image has an empty alt attribute; its file name is ვილკა4.jpg
სადენის დამაგრება ელ. ჩანგლში
This image has an empty alt attribute; its file name is ვილკა-41-1024x485.jpg
დამიწების კონტაქტი

თუ ელექტრო მოწყობილობის სადენზე არის სამი სადენი, ერთი არის ფაზა, მეორე ნოლი, მესამე დამიწება.

This image has an empty alt attribute; its file name is ვილკა5-1024x507.jpg
შეცვლილი ელ. ჩანგალის საბოლოო სახე

გამომდინარე იქიდან რომ უხარისხო იაფფასიან პროდუქციაზე უხარისხოა როგორც ელ. ჩანგალი ასევე სადენი, თუ არის შესაძლებელი სადენი მთლიანად შეცვალეთ შესაბამისი სადენით, რათა თავიდან იქნას აცილებული სადენის შემდგომი გადახურება. როგორ შევარჩიოთ სადენი?

გამოიჩინეთ სიფრთხილე, სამუშაოს შესრულების დროს დაიცავით ელექტრო უსაფრთხოების წესები!!!