მულტიმეტრი (ტესტერი)

ვოლტმეტრი, ამპერმეტრის, ომმეტრის და სხვა მრავალი საზომების ცალცალკე ხმარების მაგივრად შეგვიძლია გამოვიყენოთ მრავალფუნქციური საზომი ხელსაწყო – მულტიმეტრი. რომელიც დაგვეხმარება დენის, ძაბვის, წინაღობის, სიხშირის და სხვა პარამეტრების გასაზომად. მულტიმეტრი იყოფა გაზომვის სიზუსტის მიხედვით, შესაბამისად რაც უფრო ზუსტია მულტიმეტრი მით უფრო ძვირია. სახლის და მარტივი გაზომვებისსთვის საკმარისია ყველაზე იაფიანი მულტიმეტრი, რომლის ფასი 15 -20 ლარის ფარგლებშ მერყეობს.

Это изображение имеет пустой атрибут alt; его имя файла - 71srHeQ-0WL._SL1500_-1-1024x1024.jpg
ყველაზე იაფიანი მულტიმეტრი

მულტიმეტრს კომპლექტში მოყვება გაზომვის “შუპები” წითელი და შავი სადენით

Это изображение имеет пустой атрибут alt; его имя файла - 1487545512173481663.jpg

უფრო სრულყოფილ მოდელებს კომპლექტშ აქვს ასევე ტემპერატურის საზომი სადენი.

აღნიშნული მულტიმეტრით შესაძლებელია სახლის პირობებში ნებისმიერი გაზომვის შესრულება: ძაბვა როზეტში, წინაღობის სიდიდე, მუდმივი დენის გაზომვა (კვების ბლოკები, დამტენები, ელემენტები, აკუმულატორები), სადენის მთლიანობა (თუ სადმეა გაწყვეტილი შესაძლებელია დადგენა) და სხვა.

როგორ გავზომოთ ესა თუ ის სიდიდე მულტიმეტრით?

მარტივია, მულტიმეტრზე არის პარამეტრების გადასართველი ბორბალი, რომელიც უნდა დავაყენოთ იქ რისი გაზომვაც გვინდა, მაგალითად:

  • ძვლადი ძაბვის გაზომვა

მაჩვენებელს ვაყენებთ 750 ზე (ზოგ მულტიმეტრს შეიძლება ეწეროს 1000 არ დაგაბნიოთ ეს ერთი და იგივეა, ეს ნიშნავს რომ ამ პოზიციაში შეუძლია გაზომოს 750 ვოლტამდე ცვლადი ძაბვა, თუ დავაყენებთ 200 ზე ეს ნიშნავს რომ გაზომავს 200 ვოლტამდე ძაბვას. რადგან ქსელში 220 ვოლტია ამიტომ უნდა დავაყენოთ 750 ზე.) ეკრანზე ზედა მარვენა კუთხეში დაეწერება HV რაც ნიშნავს მაღალ ძაბვას (High Voltage). ასეთ დროს გამოიჩინეთ მაქსიმალური სიფრთხილე რადგან მაღალი ძაბვის ზემოქმედება საზიანოა (სასიკვდილოც).

Это изображение имеет пустой атрибут alt; его имя файла - 1-1024x1024.jpg
750 ვოლტამდე ცვლადი ძაბვის გასაზომად

“შუპებს” ვარჭობთ როზეტში და დაველოდებით ეკრანზე ჩვენებას, ჩვენება 220 – 230 ვოლტამდე იქნება, ეს ნიშნავს რომ როზეტში ძაბვა არის ნორმალური. საოჯახო ტექნიკა განსაზღვრულია 220 დან 250 ვოლტამდე ძაბვაზე. დააკვირდით მულტიმეტრზე შუპები უნდა იყოს შეერთებული ისე როგორც სურათზეა.

  • მუდმივი ძაბვის გაზომვა:

სანამ მუდმივ ძაბვას გავზომავთ საჭიროა ვიცოდეთ სად გვხვდება იგი. მუდივი ძაბვა გვხვდება: აკუმულატორებში, ელემენტებშ, კვების ბლოკებში, სატენებში, მას გააჩნია პოლარობა + და -. ეს მოკლედ ამ მომენტშ რაცაა საჭირო.

მის გასაზომად მანიშნებელს ვაყენებთ აღნიშნულ დიაპაზონში

Это изображение имеет пустой атрибут alt; его имя файла - 6-1024x1024.jpg
მუდმივი ძაბვის გაზომვა

აღნიშნული დიაპაზონი მოიცავს 200 მილივოლტიდან – 1000 ვოლტამდე. ზუსტად სად დავაყენებთ მანიშნებელს დამოკიდებულია იმაზე თუ დაახლოებით რამდენ ვოლტს ვზომავთ, მაგალითად თუ გვაინტერესებს მობილურის დამტენს მაჩვენებელი უნდა დავაყენოთ 20 ზე, რადგან დამტენიდან გამოავალი ძაბვა დაახლოებით არის 5 – 5,7 ვოლტი. შემდეგ ვიღებთ “შუპებს” და წითელს ვადებთ პლიუსზე ხოლო შავს მინუსზე და დაველოდებით ეკრანზე ჩვენებას. თუ არაფერს აჩვენებს (წერია 1 ან 0) ნიშნავს რომ ძაბვა არ არის. მოწყობილობებში სტანდარტულად პლიუსი წითელი სადენია ხოლო მინუსი – შავი ან თეთრი. არ შევეშინდეს თუ შეგვეშალა პოლარობა (პლიუსი და მინუსი) უბრალოდ ჩვენებას დაწერს მინუსით ეკრანზე. აქაც გამოიჩინეთ სიფრთხილე თუ მაჩვენებელს დავაყენებთ 200 ან 1000 ზე დაგვიწერს ეკრანზე HV რაც ნიშნავს მაღალ ძაბვას.

  • წინაღობის გაზომვა:

წინაღობის გასაზომად მაჩვენებელს ვაყენებთ შესაბამის დიაპაზონში

Это изображение имеет пустой атрибут alt; его имя файла - 5-1024x1024.jpg
200 ომიდან – 2 მეგაომამდე დიაპაზონი

წინაღობის გაზომვის დიაპაზონი არის 200 ომიდან – 2000 კილოომამდე (2 მეგაომი). ამ შემთხევავაში “შუპებს” ვადებთ იმ ადგილებშ სადაც გვსურს წინაღობის გაზომვა, ამ შემთხვევაში მნიშნვნელობა არ აქვს რომელ ფერს სად დავადებთ, რადგან წინაღობას პოლარობა არ აქვს.

  • “პრაზვონკა” სადენის მთლიანობის განსაზღვრა:

არის მომენტები როდესაც გვაინტერესებს რატომ არ მუშაობს ესა თუ ის მოწყობილობა, და გვაქვს ეჭვი სადენის ან შესაერთებელის გაწყვეტაზე, მის დასადგენად საჭიროა მულტიმეტრის მანიშნებელი ბორბალი დავაყენოთ შესაბამის ადგილზე

Это изображение имеет пустой атрибут alt; его имя файла - 4-1024x1024.jpg
“პრაზვონკა” / დიოდის გასინჯვა

სადენის (ან ნებისმიერი რამის, რის მთლიანობაც გავინტერესებს) ერთ ბოლოშ ვადებთ ერთ “შუპს”, ხოლო მეორე ბოლოში მეორეს და თუ სადენი გაწყვეტილი არ არის მაშნ გაისმება ხმოვანი სიგნალი და ეკრანზე დაეწერება 0. ხოლო თუ გაწყვეტილია მაშინ ხმოვანი სიგნალი არ იქნება. ასევე მულტიმეტრის ამ რეჟიმში მუშაობის შემოწმება შესაძლებელია “შუპების” ერთმანეთზე დადებით იქნება ხმოვანი სიგნალი და ეკრანზე დაწერს 0 ს.

ამ დროს შესაძლებელია ასევე დიოდის (ნახევრადგამტარის) ვარგისიანობის დადგენა, ამ დროს დიოდზე “შუპებს” აბდებთ ბოლოებში და თუ ვარგისია ეკრანზე დაეწერება რიცხვები თუ უვარგისია მაშინ არაფერს არ დაწერს, ასევე იქნება ხმოვანი სიგნალი. უნდა ვიცოდეთ რომ დიოდი მხოლოდ ერთი მიმართულებით ატარებს დენს ამიტომ საჭიროა ბოლოების შენაცვლება გაზომვის დროს. ამ რეჟიმში შესაძლებელია შუქდიდის შემოწმება ამ დროს შუპები უნდა დავადოთ შუქდიოდის ბოლოებზე “შუპები” და შევხედოთ თუ დიოდი ანათებს ესეიგი შუქდიოდი ვარგისია, თუ არა მაშინ დამწვარია (გაითვალისწინეთ რომ შუქდიოდს გააჩნია პოლარობა, ამიტომ თუ არ აინთო პრველი გაზომვით შეანაცვლეთ შუპები. ახალ შუქდიოდს ერთი ბოლო გრძელი აქვს მეორე მოკლე, გრძელი ბოლო არის პლიუსი, ხოლო მოკლე – მინუსი).

Это изображение имеет пустой атрибут alt; его имя файла - download-1.jpg
შუქდიოდი
  • დენის ძალის გაზომვა:

დენის ძალის გასაზომად საჭიროა “შუპი” გადავანაცვლოთ მულტიმეტრზე ისე როგორც სურათზეა, და მანიშნებელი ბორბალი დავაყენოთ შემდეგ დიაპაზონში. აღნიშნულ დიაპაზონშ იზომება 200 მილიამპერიდან – 10 ამპერამდე. ამპერის გაზომვის რეჟიმში მულტიმეტრი უნდა ჩარითოს გასაზომ დეტალთან მიმდევრობით. (ამპერმეტრის ჩართვის პრინციპია ასეთი). დენის ძალის გაზომვის დროს გამიჩინეთ სიფრთხილე.

Это изображение имеет пустой атрибут alt; его имя файла - 2A-1024x1024.jpg
დენის ძალა

მაგალითად თუ გვაინტერესებს რამდენ დენს მოიხმარს ნათურა მულტიმეტრი შემდეგი სქემიტ უნდა მივაერთოთ

Это изображение имеет пустой атрибут alt; его имя файла - Measure-DC-Current-using-Analog-Multimeter.jpg
დენის ძალის გაზომვა

ერთი “შუპი” უნდა დავადოთ მაგალითად დენის წყაროს მეორე კი ნათურის მეორე ბოლოს (ანუ წრედი უნდა გაწყდეს და გაწყვეტილ ადგილში ჩაერთოს მულტიმეტრი).

ეს გაზომვები არის ძირითად რაც შეიძლება სახლშ დაჭირდეს ადამიანს, ხოლო მულტიმეტრი ყველაზე იაფიანიც კი ასრულებს ამ დავალებებს, ამიტომ საჭიროა სახლში იყოს მულტიმეტრი.

ძაბვის და დენის ძალის გაზომვის დროს გამოიჩინეთ სიფრთხილე. დაიცავით ელექტრო უსაფრხოების წესები!!!